"ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა იპოვოს გზა პალესტინელების ლეგიტიმური შეშფოთების გასათვალისწინებლად", – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
"იდეა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ისრაელი შეძლებს არსებობის შენარჩუნებას პალესტინის საკითხის მოგვარების გარეშე, არ განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრ რამეში არ ვთანხმდებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლაც მეგობარია და მე მუდმივად ვახსენებ ჩემს მეგობარს, რომ მან უნდა იპოვოს გზა იმ დიდი ჯგუფის ლეგიტიმური შეშფოთების გასათვალისწინებლად, ვისაც პალესტინელები ჰქვია და ვისაც სხვაგან საცხოვრებლად ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა SNBC-სთან ინტერვიუში.