უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არ შეიცვლება“.
მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, თუმცა ევროპისთვის რეალურად არ მოქმედებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც "მართლაც ძლიერები არიან“, მაგრამ მათ ხშირად სჭირდებათ ვინმე გარედან, ვინც ეტყვის, რამდენ ხანს უნდა გაძლონ და შეინარჩუნონ ეს სიმტკიცე.
ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის პოლიტიკის დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ამერიკა პოზიციებს ცვლის, თუმცა ზუსტად არავინ იცის - როგორ.
"ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ ევროპისთვის არ მოქმედებს... ამერიკა თავის პოზიციას ცვლის, მაგრამ არავინ იცის ზუსტად, როგორ. მოვლენები უფრო სწრაფად ვითარდება. როგორ შეძლებს ევროპა ამ ტემპისთვის ფეხის აწყობას?“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დასასრულს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას, წარმოადგენს გამოწვევებს ევროპული ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
