"ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს - საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი" - კალაძე "ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს - საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი" - კალაძე » Primenews "ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს - საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი" - კალაძე
"ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს - საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი" - კალაძე
3 კვირის წინ
გიორგი ონიანი

"ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს - საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი" - კალაძე

"საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი - არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ისინი ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

"ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, იმიტომ, რომ არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, არ გაითვალისწინა კონკრეტული ელჩების მუქარები, მოწოდებები კაბინეტებში, როდესაც პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო ომი და შემდეგ გადავსულიყავით პარტიზანულ მოქმედებებზე. ეს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ. არ შევუერთდით სანქციებს და ამით არ ჩამოვაქციეთ ქვეყნის ეკონომიკა, არ გავაუბედურეთ მშრომელი, რიგითი მოქალაქეები, არ დავანგრიეთ მცირე და საშუალო ბიზნესი და ეს არის ყველაფერი იმის გამოხატულება, რასაც ვისმენთ და ვხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტარებმა მორიგი განცხადება გაავრცელეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძე უნდა დასანქცირდნენ. ამასთან, გამოდიან მოწოდებით, შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო და საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს. განცხადება 5-მა ევროპარლამენტარმა გაავრცელა.

წყარო: bm.ge