"თუ არ გააკეთებს იმას, რაც სწორია, დიდ ფასს გადაიხდის", - ტრამპი ვენესუელას დროებით პრეზიდენტზე "თუ არ გააკეთებს იმას, რაც სწორია, დიდ ფასს გადაიხდის", - ტრამპი ვენესუელას დროებით პრეზიდენტზე » Primenews "თუ არ გააკეთებს იმას, რაც სწორია, დიდ ფასს გადაიხდის", - ტრამპი ვენესუელას დროებით პრეზიდენტზე
"თუ არ გააკეთებს იმას, რაც სწორია, დიდ ფასს გადაიხდის", - ტრამპი ვენესუელას დროებით პრეზიდენტზე
5 დღის და 16 საათის წინ
გიორგი მენაბდე

"თუ არ გააკეთებს იმას, რაც სწორია, დიდ ფასს გადაიხდის", - ტრამპი ვენესუელას დროებით პრეზიდენტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტზე, დელსი როდრიგესზე საუბრისას განაცხადა, რომ "თუ ის არ გააკეთებს იმას რაც სწორია, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ალბათ იმაზე დიდსაც, ვიდრე მადურომ გადაიხადა“.

მისი თქმით, ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა იმაზე უკეთესია, რა მდგომარეობაც ახლა არის ქვეყანაში.

"რეჟიმის შეცვლა, თუ რაც გსურთ ის დაარქვით, იმაზე უკეთესია, რაც ახლა გაქვთ. ამაზე უარესი ვეღარაფერი იქნება", - თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, დელსი როდრიგესი ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ვენესუელას კონსტიტუციის შესაბამისად, დროებითი პრეზიდენტის როლს ასრულებს.

ის ითვლებოდა მადუროს „მარჯვენა ხელად“ და რეჟიმის მთავარ იდეოლოგად. მისი ძმა, ხორხე როდრიგესი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

დელსი როდრიგესზე დიდი ხანია დაწესებული აქვს სანქციები აშშ-ს, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პროცესების ხელყოფის გამო.

ტრამპი, მადურო, ვენესუელა