"ვფიქრობ, მუნის შემთხვევის გამო, მთელი სკოლის დაკეტვა არასწორია" - დერმატო-ვენეროლოგი "ვფიქრობ, მუნის შემთხვევის გამო, მთელი სკოლის დაკეტვა არასწორია" - დერმატო-ვენეროლოგი » Primenews "ვფიქრობ, მუნის შემთხვევის გამო, მთელი სკოლის დაკეტვა არასწორია" - დერმატო-ვენეროლოგი
"ვფიქრობ, მუნის შემთხვევის გამო, მთელი სკოლის დაკეტვა არასწორია" - დერმატო-ვენეროლოგი
2 თვის წინ
გიორგი მენაბდე

"ვფიქრობ, მუნის შემთხვევის გამო, მთელი სკოლის დაკეტვა არასწორია" - დერმატო-ვენეროლოგი

დერმატო-ვენეროლოგი ლიკა ბარელიძე მიიჩნევს, რომ მუნით ინფიცირების ერთეული შემთხვევის გამო მთელი სკოლის დაკეტვა არასწორია. ამის შესახებ სპეციალისტმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

ბარელიძის თქმით, მუნი საქართველოში პერიოდულად ფიქსირდება და დაავადება არასოდეს გამქრალა. თუმცა, როგორც ის განმარტავს, ბოლო პერიოდში პაციენტების რაოდენობა გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში, რამაც მშობლებს შორის გარკვეული პანიკა გამოიწვია.

"მუნი არასოდეს გამქრალა - უბრალოდ, გაზაფხულიდან უფრო აქტიურად გამოვლინდა შემთხვევები. სავარაუდოდ, ბავშვებში მუნით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია, რაც მშობლებში პანიკას იწვევს“, - აღნიშნა ბარელიძემ.

მისი რეკომენდაციით, სკოლის სრული დაკეტვა მიზანშეწონილი არ არის, რადგან მუნის გამომწვევი ტკიპა მყარ ზედაპირზე ვერ ძლებს, განსაკუთრებით ცივ ამინდში:

„ტკიპა არ პარაზიტობს მყარ ზედაპირზე და ცივ პერიოდში ვერ გადარჩება. ამიტომ საკმარისია, კონკრეტულ კლასში ჩატარდეს საპრევენციო და საპროფილაქტიკო მკურნალობა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულთან”, - განმარტა სპეციალისტმა.

წყარო: bm.ge