"86%-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ დღგ-ზე - ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კობახიძე "86%-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ დღგ-ზე - ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კობახიძე » Primenews "86%-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ დღგ-ზე - ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კობახიძე
"86%-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ დღგ-ზე - ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კობახიძე
2 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი ონიანი

"86%-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ დღგ-ზე - ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კობახიძე

"86%-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18%-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ფასების მატების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ბიზნესის მხრიდან დღგ-ზე საუბარს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები.

"დღგ არის 18 % და ფასნამატი არის 86 %. თან ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. 86%-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18%-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია", - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.