რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი » Primenews რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი
3 კვირის წინ
გიორგი ონიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი. 

დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, დარტყმის შედეგად დაზიანებულია სასწავლო დაწესებულება და საცხოვრებელი სახლები.

ლისაკი მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ ვილკული აცხადებს, რომ დაშავებულია სამი პირი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.