ნიკოლას მადურო ბრუკლინის ფედერალურ იზოლატორში გადაიყვანეს ნიკოლას მადურო ბრუკლინის ფედერალურ იზოლატორში გადაიყვანეს » Primenews ნიკოლას მადურო ბრუკლინის ფედერალურ იზოლატორში გადაიყვანეს
ნიკოლას მადურო ბრუკლინის ფედერალურ იზოლატორში გადაიყვანეს
გიორგი მენაბდე

ნიკოლას მადურო ბრუკლინის ფედერალურ იზოლატორში გადაიყვანეს

ნიკოლას მადურო ბრუკლინის ფედერალურ იზოლატორში გადაიყვანეს.  თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მას DEA-ს აგენტები მიაცილებენ.

"საღამო მშვიდობის, გილოცავთ ახალ წელს", - ამბობს ვიდეოს ბოლოს ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი.

ნიკოლას მადურო აშშ-ის სამხედროებმა 3 იანვარს ვენესუელაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია ცოლიც. 

პრეზიდენტს და მის ცოლს, სილია ფლორესს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წარედგინათ.

ნიკოლას მადუროს ბრალად ედება ნარკო-ტერორისტული შეთქმულება, კოკაინის იმპორტის შეთქმულება, ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება.