უსაფრთხოების რისკების მოტივით აშშ-მა DJI-ს დრონების იმპორტი აკრძალა უსაფრთხოების რისკების მოტივით აშშ-მა DJI-ს დრონების იმპორტი აკრძალა » Primenews უსაფრთხოების რისკების მოტივით აშშ-მა DJI-ს დრონების იმპორტი აკრძალა
უსაფრთხოების რისკების მოტივით აშშ-მა DJI-ს დრონების იმპორტი აკრძალა
3 კვირის წინ
გიორგი ონიანი

უსაფრთხოების რისკების მოტივით აშშ-მა DJI-ს დრონების იმპორტი აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ დრონების მწარმოებელ უცხოურ კომპანიებს, მათ შორის სექტორის ჩინურ გიგანტ DJI-ს ქვეყანაში დრონების იმპორტი აუკრძალა. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხო კომპანია Autel-საც.

როგორც სახელმწიფო მარეგულირებელში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გაჩენილი ახალი რისკებია. რისკები, რომელთა გამკლავებაც ამ ეტაპზე მხოლოდ პროდუქციის იმპორტის შეჩერებითაა შესაძლებელი. კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ შეზღუდვა DJI-სა და სხვა კომპანიების ახალ დრონებს, ასევე არსებული დრონების შეკეთებისთვის კრიტიკულად საჭირო კომპონენტებს შეეხება. აქვე უნდა ითქვას, რომ მარეგულირებელი ქვეყანაში უკვე გაყიდული დრონების მეორად ბაზარზე გამოტანის ან გამოყენების შეზღუდვას ჯერ არ განიხილავს.

რაც შეეხება მიზეზს, როგორც ირკვევა, საქმე ეხება თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ მოკვლევას, რომელმაც DJI-სა და დრონების მწარმოებელი სხვა კომპანიების მიერ მომხმარებლების მონაცემების გაჟონვის და უცხოური სპეცსამსახურების ხელში აღმოჩენის ფაქტები გამოავლინა. შტატების ხელისუფლების მტკიცებით, დასახელებული კომპანიები არამარტო დარეგისტრირებული მომხმარებლების ზოგად ინფორმაციას, არამედ მათ მიერ განხორციელებული ფრენების მარშრუტებს, ასევე გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ყოველგვარი თანხმობის გარეშე გასცემდნენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, მონაცემების გაჟონვა არ არის ერთადერთი და საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც შტატების მარეგულირებელმა დრონების იმპორტი აკრძალა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის პრობლემას ქმნის ჩინური წარმოების დრონებზე არსებული დიდი დამოკიდებულება, შეზღუდვების დაწესებით კი ისინი ადგილობრივი სტარტაპებისთვის ბაზრის გათავისუფლებას ცდილობენ. ცალკე გამოწვევად მიიჩნევა ისიც, რომ DJI-ს დრონებს ამერიკის საპოლიციო ძალები სხვადასხვა ოპერაციის ჩატარებისთვის აქტიურად იყენებენ. საუბარია, დრონების ფლოტის 50%-ზე მეტზე. ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო დავის ფონზე კი შტატები შიშობს, რომ დრონების საკითხს აზიური გიგანტი ინსტრუმენტად გამოიყენებს და ვაშინგტონს დრონების გარეშე დატოვებით დაემუქრება.

ფედერალური მარეგულირებლის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გადადგმული ნაბიჯი “არასწორ ქმედებად” შეფასდა. უწყებამ კომუნიკაციების კომისიას უკან დახევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საკუთარი კომპანიების უფლებებსა და ინტერესებს სრულად დაიცავს.

წყარო: bm.ge