აშშ-მ Moderna-სთან ფრინველის გრიპის ვაქცინის შექმნის 600-მილიონიანი კონტრაქტი გააუქმა აშშ-მ Moderna-სთან ფრინველის გრიპის ვაქცინის შექმნის 600-მილიონიანი კონტრაქტი გააუქმა » Primenews აშშ-მ Moderna-სთან ფრინველის გრიპის ვაქცინის შექმნის 600-მილიონიანი კონტრაქტი გააუქმა
აშშ-მ Moderna-სთან ფრინველის გრიპის ვაქცინის შექმნის 600-მილიონიანი კონტრაქტი გააუქმა
4 თვის წინ
გიორგი ონიანი

აშშ-მ Moderna-სთან ფრინველის გრიპის ვაქცინის შექმნის 600-მილიონიანი კონტრაქტი გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა კომპანია Moderna-სთან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც ე.წ. ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო ეტაპზე გამოცდას  გულისხმობს. 

იანვარში Moderna-ს ბაიდენის ადმინისტრაციამ 590 მილიონი დოლარი გამოუყო, რათა დაჩქარებულიყო ფრინველის გრიპის ვაქცინის შექმნა და გაფართოებულიყო პანდემიური გრიპის კიდევ ხუთი ქვეშტამის კლინიკური კვლევები. 

დამატებით 176 მილიონი დოლარის დაფინანსების მიზანი იყო, დასრულებულიყო H5N1-ის  mRNA ვაქცინის საბოლოო განვითარების და ტესტირების პროცესი.

„გაუქმება ნიშნავს, რომ მთავრობა უარყოფს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და სწრაფ საშუალებას ფრინველის გრიპის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ — თქვა ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ამეშ ადალჯამ. 

აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს სპიკერის განცხადებით, შემოწმების შედეგად გადაწყდა, რომ პროექტი არ აკმაყოფილებდა სამეცნიერო სტანდარტებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც საჭიროა ფედერალური ინვესტიციის გაგრძელებისთვის.

წყარო: jandacva.ge