"თუ მთელი სამყარო ცდის ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ წავაგე, მე მაინც საპირისპიროს ვიტყვი" - უმარ ნურმაგომედოვი "თუ მთელი სამყარო ცდის ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ წავაგე, მე მაინც საპირისპიროს ვიტყვი" - უმარ ნურმაგომედოვი » Primenews "თუ მთელი სამყარო ცდის ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ წავაგე, მე მაინც საპირისპიროს ვიტყვი" - უმარ ნურმაგომედოვი
"თუ მთელი სამყარო ცდის ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ წავაგე, მე მაინც საპირისპიროს ვიტყვი" - უმარ ნურმაგომედოვი
2 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი ონიანი

"თუ მთელი სამყარო ცდის ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ წავაგე, მე მაინც საპირისპიროს ვიტყვი" - უმარ ნურმაგომედოვი

როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მან უმარ ნურმაგოედოვი 5 რაუნდში დაამარცხა და ყველა გააჩუმა.

დაღესტენლმა მარცხის შემდეგ თავის მართლება დაიწყო, რომ მან პირველ რაუნდში ხელი მოიტეხა და ამის შემდეგ ბრძოლა სათანადოდ ვერ გააგრძელა. ასევე ის მსაჯების გადაწყვეტილებას საჯაროდ არ დაეთანხმა და თვლის, რომ მას მერაბთან არ წაუგია.

დღეს უმარმა სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა:

"არანაირი თავის მართლება, მე ჩემპიონი გავხდები. დანარჩენი მნიშვნელოვანი არ არის. მადლობა ღმერთს ნებისმიერ შემთხვევაში.  არ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა წავაგე. თუ მთელი სამყარო ცდის ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ წავაგე, მე მაინც საპირისპიროს ვიტყვი. ჩემს ყველა ტრავმას მოვიშუშებ და უმალვე დავბრუნდები", - წერს დაღესტნელი მებრძოლი.