UFC 311 კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება გახდა UFC 311 კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება გახდა » Primenews UFC 311 კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება გახდა
UFC 311 კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება გახდა
2 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი ონიანი

UFC 311 კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება გახდა

ისტორიაში პირველად UFC-იმ ღონისძიება ქალაქ ინგლვუდში მდებარე Intuite Dome-ის არენაზე გამართა. ღონისძიების შემდგომ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა განაცხადა, რომ შოუზე სრული ანშლაგი იყო და შემოსავლების თვალსაზრისით, უდიდესი რიცხვები დააფიქსირა:

“UFC 311-ს 18 370 ადამიანი დაესწრო, ხოლო ბილეთების გაყიდვით 10,2 მილიონი დოლარი მივიღეთ, რაც შტატის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. კიდევ უფრო გასაოცარია ის ფაქტი, რომ აწონვების ცერემონიამდე 7,5 მილიონის ბილეთი იყო გაყიდული, არმან ცარუკიანის ბრძოლიდან ამოვარდნის შემდეგ რაოდენობა 9,5-მდე ავიდა, ხოლო როდესაც ის რენატო მოიკანოთი ჩავანაცვლეთ, საბოლოო რიცხვმა 10,2 მილიონი დოლარი შეადგინა”, - განუცხადა ადგილობრივ პრესას დანა უაითმა.

UFC 311-ზე ბილეთის საფასო კატეგორია $376-დან $5000-მდე მერყეობდა, რაც აღნიშნული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციისთვის სტანდარტული ღირებულებაა.

აქამდე კალიფორნიაში გამართულ შოუებს შორის რეკორდი 2024 წლის თებერვალში ჩატარებულ UFC 298-ს ჰქონდა დამყარებული, სადაც ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკის დანოკაუტებით ბუმბულის წონითი კატეგორიის ქამარი მოიპოვა, ხოლო მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოს დამარცხებით საჩემპიონო ბრძოლა გაინაღდა. ამ ღონისძიებამ, რომელსაც 18 186 ადამიანი დაესწრო, ორგანიზაციას 7,26 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

ცნობისთვის, 2024 წელს ბილეთების გაყიდვით 10 მილიონიან ნიშნულს UFC-ის ხუთმა შოუმ გადააჭარბა: UFC 306 ($21,829,245), UFC 309 ($16,673,954) UFC 300 ($16,508,823), UFC 303 ($15,909,243), UFC 299 ($14,142,904).

წყარო: bm.ge