ჰოლანდი "სიტიში" 2034 წლამდე! ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაქტი ჰოლანდი "სიტიში" 2034 წლამდე! ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაქტი » Primenews ჰოლანდი "სიტიში" 2034 წლამდე! ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაქტი
ჰოლანდი "სიტიში" 2034 წლამდე! ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაქტი
3 კვირის წინ
გიორგი ონიანი

ჰოლანდი "სიტიში" 2034 წლამდე! ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაქტი

ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში 2034 წლამდე დარჩება! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ინგლისური კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს წუთებში გაავრცელებს. ეს იქნება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაქტი.

24 წლის ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა, ახლა კი ახალ 9.5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ნორვეგიელი ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაიწერება გამოსასყიდი თანხაც, რომელიც 2029 წლიდან ამოქმედდება.

ერლინგ ჰოლანდი სიტიში 2022 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ნორვეგიელმა ამ დროში 126 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 111 გოლი და 15 საგოლე გადაცემაც შეასრულა.