მერაია კერი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს მერაია კერი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს » Primenews მერაია კერი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს
მერაია კერი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს
გიორგი მენაბდე

მერაია კერი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს

ამერიკელი მომღერალი მერაია კერი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც იტალიაში გაიმართება.

კერი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იმღერებს. ის ასევე პირველი შემსრულებელია, რომლის მონაწილეობაც მილანში დაგეგმილ ცერემონიაში ოფიციალურად დადასტურდა.

ცნობილია, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობას მიიღებს იტალიელი მსახიობი მატილდა დე ანჯელისი. შოუ, სახელწოდებით „ჰარმონია“ მილანის „სან-სიროს“ სტადიონზე გაიმართება.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 6-22 თებერვალს ჩატარდება.