2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს 2026/27 წლების ერთა ლიგის გათამაშება ელის.
ამ ტურნირიდან გუნდებს ექნებათ დამატებითი შანსი, რომ ევრო 2028-ზე კვალიფიცირდნენ. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში იმყოფება.
ცნობილი ხდება B დივიზიონის კალათები:
- პირველი კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი;
- მეორე კალათა: შვეიცარია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია;
- მესამე კალათა: საქართველო, რუმინეთი, ირლანდია, სლოვენია;
- მეოთხე კალათა: შვედეთი, მაკედონია, კოსოვო, ჩრდილოეთ ირლანდია;
წილისყრა 2026 წლის იანვარში გაიმართება, თავად ტურნირი კი 2026 წლის სექტემბერში აიღებს სტარტს.
ჩვენი გუნდისთვის ყველაზე სიკვდილის ჯგუფი შემდეგი იქნება: შოტლანდია, შვეიცარია, საქართველო, შვედეთი.
ვიმედოვნოთ, რომ ჯვაროსნებს წილისყრაში ამჯერად მაინც გაუმართლებთ.
წყარო: isport.ge
