სპორტული პორტალი isport.ge 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სიას აქვეყნებს. ვებგვერდის ცნობით, გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო შეფასება 2,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა (იყო 2,0 მლნ) და „მეცის“ შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ათეულში შევიდა.
ასევე გაიზარდა კიდევ რამდენიმე „ჯვაროსნის“ სატრანსფერო შეფასებები - ლუკა ლოჩოშვილის (2,0 - იყო 1,5 მლნ) და გიგი აბუაშვილის (1,2 - იყო 1,0 მლნ). 2-2 მილიონი ევროთი შემცირდა გიორგი მამარდაშვილის, გიორგი მიქაუტაძის და საბა გოგლიჩიძის შეფასებები.
ძვირადღირებულ „ჯვაროსანთა“ ტოპ-10:
- ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ-ჟერმენი 90.00
- გიორგი მამარდაშვილი, ლივერპული 28.00
- გიორგი მიქაუტაძე, ვილიარეალი 28.00
- ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი 8.00
- ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი 6.00
- გიორგი ქოჩორაშვილი, სპორტინგი 6.00
- საბა გოგლიჩიძე, უდინეზე 6.00
- გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი 4.50
- ირაკლი აზაროვი, დონეცკის შახტარი 4.00
- გიორგი გოჩოლეიშვილი, ჰამბურგი 3.50
