სოციალური პროგრამის ფარგლებში, საშობაო ამანათი თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 21 მოქალაქეს გადაეცა.
თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავიარეისი შეასრულა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო 6 თვის მანძილზე დაკეტილია.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულ ავიარეისების ასრულებს და თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირებას უფასოდ უზრუნველყოფს.
