2025 წელს საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2025 წელს საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა » Primenews 2025 წელს საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2025 წელს საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გიორგი ონიანი

2025 წელს საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, ამ დრომდე, საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

არვ მკურნალობაზეა 7163 (მათ შორის აფხაზეთში – 734) პაციენტი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა.

რეგიონების მიხედვით, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული – 4 325, მეორე ადგილზეა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონი – 1412, ხოლო მესამეზე აჭარა – 1407 შემთხვევა. 

ინფიცირების გზების მიხედვით პირველ ადგილზეა ჰეტეროსექსუალური კონტაქტი – შემთხვევათა 53.2 პროცენტი. მეორე ადგილზეა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება.

საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობა, არვ თერაპია, 100%-ით უფასოა.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 10500-მდეა, ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.