ევროკავშირის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სქემას, რომელიც აბორტის შემზღუდველი ქვეყნებიდან, ქალებს საშუალებას მისცემს უფასოდ შეწყვიტონ ორსულობა სხვა წევრ სახელმწიფოში. მოქალაქეთა ინიციატივა - "ჩემი ხმა, ჩემი არჩევანი" საზოგადოებას სთავაზობს ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას იმ ქვეყნების მოქალაქეების დასაფინანსებლად, სადაც აბორტი თითქმის სრულად იკრძალება. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში აბორტის ხელმისაწვდომობის გაზრდის ტენდენცია შეინიშნება, დიდმა ბრიტანეთმა მისი დეკრიმინალიზაცია მოახდინა, საფრანგეთმა კი, კონსტიტუციურ თავისუფლებად ცნეს, შეინიშნება ულტრამემარჯვენე პარტიების მიმართ სახალხო მხარდაჭერის ზრდა, რომელთაგან ბევრი აბორტის წინააღმდეგია.
ევროკომისია მარტში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა წინადადებას, თუმცა სხვა მოქალაქეთა ინიციატივები ბოლომდე წარმატებული არ აღმოჩნდა. ინიციატივის მომხრეები, მათ შორის, აბორტის უფლების დამცველები და პარლამენტის ზოგიერთი წევრი აცხადებენ, რომ ეს შეამცირებს სახიფათო პრაქტიკას და დაეხმარება ქალებს, რომლებსაც არ აქვთ სახსრები საზღვარგარეთ პროცედურის ჩასატარებლად.
კრიტიკოსები, მათ შორის, ულტრამემარჯვენე და ზოგიერთი ცენტრისტული მემარჯვენე ევროპარლამენტარი, აცხადებენ, რომ წინადადება თანხვედრაში არ არის ეროვნულ კანონმდებლობასა და ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებთან.
2012 წელს დაწყებული ევროპის მოქალაქეთა ინიციატივის (ECI) მექანიზმის თანახმად, პარლამენტის კენჭისყრა მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათისაა, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს კომისიის გადაწყვეტილებაზე.
პოლონეთში, სადაც 2021 წელს აბორტი თითქმის ყველა შემთხვევაში აიკრძალა, აბორტის უფლების დამცველებმა კენჭისყრა აპლოდისმენტებით მიიღეს.
პოლონური აბორტის საწინააღმდეგო ჯგუფის, Ordo Iuris-ის წარმომადგენლის, იეჟი კვასნევსკის განცხადებით, კენჭისყრას "ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ" მიიჩნევს და მოელის, რომ კომისია წინადადებას უარყოფს.
ოთხშაბათს გამართულ კენჭისყრამდე მოწინააღმდეგეებმა ღონისძიებები გამართეს აბორტის უფლებების საწინააღმდეგო ფედერაციასთან, One of Us-თან და კანონისა და სამართლიანობის ევროპულ ცენტრთან (ECLJ), რომელიც ამერიკის კანონისა და სამართლიანობის ცენტრის დაძმობილებული ორგანიზაციაა, რომელიც აბორტის საქმეებზე სასამართლო დავებს აწარმოებს.
"ჩვენთვის ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, კულტურულია და გულის სიღრმეში დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოოდ სიცოცხლე გაიმარჯვებს".
წყარო: რუსთავი2
