მოლდოვამ დსთ-დან გასვლის ოფიციალური პროცესი დაიწყო მოლდოვამ დსთ-დან გასვლის ოფიციალური პროცესი დაიწყო » Primenews მოლდოვამ დსთ-დან გასვლის ოფიციალური პროცესი დაიწყო
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის ოფიციალური პროცესი დაიწყო
გიორგი მენაბდე

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის ოფიციალური პროცესი დაიწყო

მოლდოვამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიჰაი პოპშოიმ, - იტყობინება newstime.ge, პოპულარული ქართული საინფორმაციო პორტალი.

"მოლდოვის რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ, დამტკიცების პროცესი დაწყებულია", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვამ დე ფაქტო დიდი ხნის წინ შეაჩერა წევრობა, ამ ეტაპზე საუბარია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ოფიციალურ, იურიდიულ გასვლაზე.

პოპშოიმ აღნიშნა, რომ საკითხი უკავშირდება სამ ძირითად დოკუმენტს: დსთ-ის წესდებას, ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმებას და ამ შეთანხმების დანართს.

"აქამდე იურიდიულად ჩვენ ისევ წევრები ვიყავით. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, მოგვცემს უფლებას, ვთქვათ, რომ, იურიდიული თვალსაზრისით, მოლდოვა დსთ-ის წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს", - განაცხადა მინისტრმა.

მედიის ინფორმაციით, მოლდოვას დსთ-სთან საერთო ჯამში 283 შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი, რომელთაგან 71 უკვე გაუქმებულია, ხოლო დაახლოებით 60 შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

მოლდოვის ხელისუფლებამ დსთ-სთან შეთანხმებების შეჩერება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.