CNN-ის ეფექტი: დიდების ზენიტი და ბრძოლა გადარჩენისთვის ახალ რეალობაში CNN-ის ეფექტი: დიდების ზენიტი და ბრძოლა გადარჩენისთვის ახალ რეალობაში » Primenews CNN-ის ეფექტი: დიდების ზენიტი და ბრძოლა გადარჩენისთვის ახალ რეალობაში
CNN-ის ეფექტი: დიდების ზენიტი და ბრძოლა გადარჩენისთვის ახალ რეალობაში
1 თვის წინ
გიორგი ონიანი

CNN-ის ეფექტი: დიდების ზენიტი და ბრძოლა გადარჩენისთვის ახალ რეალობაში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, CNN-ი უნდა გაიყიდოს. მისი აზრით, მაუწყებლის გაყიდვა უნდა მოხდეს მისი მშობელი კომპანიის, Warner Bros-ის გაყიდვასთან ერთად, რომლის შესაძენადაც Netflix-სა და Paramount-ს შორის ომი მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, არხს ახალი მესაკუთრეები სჭირდება. 

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, Netflix-ს, რომელიც Warner Bros. Discovery-ის ყიდვას ცდილობს, CNN-ისადმი ინტერესი არ გააჩნია. თუმცა Paramount-ის შემთხვევაში, მათი $108.4 მილიარდიანი შეთავაზება ტელეარხის შეძენასაც მოიცავს. ამ რეალობიდან გამომდინარე, როცა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არხი ფაქტობრივად გადარჩენისთვის და არსებული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის იბრძვის როგორია CNN-ის გზა დღევანდელობამდე?