რუსეთზე უარის თქმის სანაცვლოდ, ესტონეთი უნგრეთს ჯარიმების გადახდას სთავაზობს რუსეთზე უარის თქმის სანაცვლოდ, ესტონეთი უნგრეთს ჯარიმების გადახდას სთავაზობს » Primenews რუსეთზე უარის თქმის სანაცვლოდ, ესტონეთი უნგრეთს ჯარიმების გადახდას სთავაზობს
რუსეთზე უარის თქმის სანაცვლოდ, ესტონეთი უნგრეთს ჯარიმების გადახდას სთავაზობს
1 თვის წინ
გიორგი ონიანი

რუსეთზე უარის თქმის სანაცვლოდ, ესტონეთი უნგრეთს ჯარიმების გადახდას სთავაზობს

ესტონეთმა უნგრეთს მოულოდნელი წინადადება შესთავაზა, რომელიც ჯარიმების გადახდას გულისხმობს, თუკი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთთან მჭიდრო კავშირს გაწყვეტს.

როგორც ირკვევა, ესტონეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უნგრელ კოლეგებს ფინანსური მხარდაჭერა და შესაძლო ჯარიმებისგან დაცვა შესთავაზეს, მოთხოვნა კი მარტივია – უნგრეთმა მკაფიოდ უნდა შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი და დაასრულოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური თუ ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ევროკავშირის საერთო პოზიციას ეწინააღმდეგება და მიზანმიმართულად ხელს უშლის ევროპის განვითარებას.

ჯერჯერობით, უნგრეთის ოფიციალური პასუხი უცნობია, თუმცა ესტონეთის ინიციატივა მკვეთრად ცვლის დინამიკას ევროკავშირში რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხზე და რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივაზე უნგრეთმა ვეტოს უფლება არაერთხელ გამოიყენა და ამ გზით მხარი დაუჭირა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ ინტერესებს.

წყარო: bm.ge