საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები ფართოდაა გავრცელებული. მათ შორის წამყვანი ადგილი უჭირავს გასტრიტს, კუჭის წყლულოვან დაავადებას და რეფლუქს ეზოფაგიტს. აღნიშნულ დაავადებებს ახასიათებს ერთი საერთო სიმპტომი - მარილმჟავას ჭარბად გამოყოფა, რაც პაციენტების 80 % ის მიერ აღიქმება, როგორც გულძმარვა და წვის შეგრძნება კუჭის არეში.
გულძმარვა შესაძლოა აღინიშნოს როგორც დღისით, ასევე ღამით, უმცა განსაკუთრებით ძლიერდება წოლის დროს, ამიტომ იგი ხშირად უძილობის ერთ-ერთი მიზეზიცაა.
პრობლემის მოსახსნელად მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, მათ შორის ყველაზე თანამედროვე და ეფექტურია ანტაციდური პრეპარატი - მაალოქსი, რომელიც გამოდის როგორც საღეჭი აბების, ასევე სუსპენზიის სახით და მისი შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ.
როგორ მოქმედებს მაალოქსი?
წარმოიდგინეთ რომ კუჭის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია პატარა „მილაკებით“, რომელთა მეშვეობით კუჭში გამოიყოფა მარილმჟავა. ჭარბად გამოყოფილი მარილმჟავა აზიანებს კუჭის კედელს, ხელს უწყობს კუჭის შიგთავსის უკან საყლაპავში გადასროლას და ასევე აზიანებს მას.
მაალოქსი წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროჟანგისა და ალუმინის ჰიდროჟანგის კარგად დაბალანსებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ მანეიტრალებელ უნარს კუჭის მჟავიანობის მიმართ და საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ეფექტს.
პრეპარატი გამოიყენება კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს, როგორც მაადსორბირებელი, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალება.
როგორ მივიღოთ პრეპარატი?
გულძმარვისგან თავის დასაღწევად აუცილებელია მაალოქსით სწორი მკურნალობა და დოზირების განსაზღვრა:
მაალოქსის ტაბლეტები უნდა მიიღოთ საკვების მიღებიდან 20-60 წუთის შემდეგ და ძილის წინ, რეკომენდირებული დოზაა - 1-2 ტაბლეტი დღე-ღამეში 4-ჯერ. ტაბლეტი უნდა გაწოვით ან კარგად დაღეჭოთ, შეგიძლიათ მიაყოლოთ წყალი ან რძე.
არ გადააჭარბოთ პრეპარატის მითითებულ მაქსიმალურ დოზას.
დაიმახსოვრეთ, მაალოქსის ტაბლეტები განკუთვნილია მხოლოდ 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად!
რაც შეეხება მაალოქსის სუსპენზიას, იგი ინიშნება ბავშვთა ასაკშიც - 4 თვიდან. პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება საკვების მიღებიდან 1-1,5 სთ-ში ან ტკივილის დროს. პაკეტის შემადგენლობა უნდა მიიღოთ წყალში გაუხსნელად. გამოყენების წინ საჭიროა პაკეტის ხელით დაარბილოთ.
მოზრდილებისთვის რეკომენდირებული დოზაა: 15 მლ (1 პაკეტი);
4 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის: 1/2 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე;
1 წლის ასაკიდან ზევით: 1 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე.
თუ ამის საჭიროება არსებობს, შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი დოზა წინა დოზის მიღებიდან 2 საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 მიღებისა დღეში.
მყარი და სტაბილური ეფექტის მისაღებად უნდა ჩაიტაროთ მკურნალობის სრული კურსი.
თუ სიმპტომები მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგაც შენარჩუნდა ან მდგომარეობა გაუარესდა, უნდა იქნას დადგენილი ამ სიმპტომების მიზეზი და დაინიშნოს ახალი მკურნალობა.
რა უნდა ვიცოდეთ მაალოქსის მიღებამდე? - გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, მაალოქსსაც გააჩნია გარკვეული გვერდითი მოქმედებები, როგორებიცაა:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ (სიხშირე უცნობია): კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება;
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (არც ისე ხშირი): ფაღარათი, ყაბზობა, მეტაბოლიზმისა და საჭმლის მონელების დარღვევა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები (სიხშირე უცნობია): ჰიპერმაგნიემია, ჰიპერალუმინემია, ჰიპოფოსფატემია (ხანგრძლივი მკურნალობის ან მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში).
ნებისმიერი ზემო ჩამოვლილი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს.
არ მიიღოთ მაალოქსი იმ შემთხვევაში, თუ: გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; თირკმლის მძიმე უკმარისობა; კახექსია; ფრუქტოზის აუტანლობა; გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი ან საქაროზა-იზომალტაზის დეფიციტი.
საჭიროა სიფრთხილის მოხდეს მაალოქსით მკურნალობა: თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი; პორფირია; ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში.
დაბოლოს, როგორ ვიკვებოთ, რომ გულძმარვამ ნაკლებად შეგვაწუხოს?
მკურნალობის პარალელურად, აუცილებელი კვების რეჟიმის მოწესრიგება, კერძოდ:
მოერიდეთ ცხარე (წიწაკა, ნივრისა და ხახვის ჭარბად შემცველი საკვები, სოუსები), მჟავე (ლიმონისა და ძმრის შემცველი პროდუქტები, პომიდორი) და ცხიმიან (შემწვარი, მოხრაკული) საკვებს, განსაკუთრებით ღამის საათებში:
- არ მიირთვათ დიდი რაოდენობით შოკოლადი;
- მოერიდეთ ალკოჰოლური, გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელების მიღებას.