2024 წელს ხანძრების რაოდენობა გაიზარდა - განადგურდა 504 შენობა-ნაგებობა 2024 წელს ხანძრების რაოდენობა გაიზარდა - განადგურდა 504 შენობა-ნაგებობა » Primenews 2024 წელს ხანძრების რაოდენობა გაიზარდა - განადგურდა 504 შენობა-ნაგებობა
2024 წელს ხანძრების რაოდენობა გაიზარდა - განადგურდა 504 შენობა-ნაგებობა
2 დღის და 8 საათის წინ
გიორგი ონიანი

2024 წელს ხანძრების რაოდენობა გაიზარდა - განადგურდა 504 შენობა-ნაგებობა

2024 წელს საქართველოში ხანძრების რაოდენობა გაიზარდა და გასულ წელს 11 639 შეადგინა. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 10 564 იყო. თუმცა 2022 წელს უფრო მეტი - 13 272.

გასული წლის განმავლობაში ხანძარს ემსხვერპლა 42 ადამიანი, 2023 წელს კი 51 პირი.

საქსტატის მიერ შსს-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხანძრების შედეგად ტრავმირებულთა რაოდენობაც გაიზარდა და 241 შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს - 205 იყო, 2022 წელს კი 193.

რაც შეეხება ხანძრისგან განადგურებული შენობა-ნაგებობების რაოდენობას, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 504 შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წელს 382 იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის N1574 ბრძანების "საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წესისა და დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ" შესაბამისად, მონაცემი 2010 წლიდან მოიცავს ხანძრებისა და წაკიდების შემთხვევებს.

წყარო: bm.ge