ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. S&P 500-ის შეფასება 6,932-იან ნიშნულს აღწევს, რაც ერთწლიან პერიოდში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია; რაც შეეხება Nasdaq-ის ინდექსს, ის 23,600-იან ნიშნულამდეა გაზრდილი, რაც წლიურად 18%-იან მატებას წარმოადგენს.
უოლ-სტრიტზე არსებული აღმასვლის ფონზე, უმსხვილესი ამერიკული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრადაა მომატებული.
რეიტინგში პირველ ადგილს NVIDIA იკავებს, რომელსაც ინვესტორები ამჟამად 4.6 ტრილიონ დოლარად აფასებენ. მეორე ადგილზე $4-ტრილიონიანი შეფასებით Apple-ს ვხედავთ, ხოლო მესამე ადგილზე $3.8-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით Microsoft-ია წარმოდგენილი.
საერთო ჯამში, მიმდინარე წელი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა აშშ-ის ისტორიაში, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკით და ამერიკული კორპორაციული სექტორის მზარდი შემოსავლებით არის განპირობებული. ამასთან, FED-მა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, რაც ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად აისახება.
