ერთ წელიწადში ჯანდაცვა 9%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში ჯანდაცვა 9%-ით გაძვირდა » Primenews ერთ წელიწადში ჯანდაცვა 9%-ით გაძვირდა
ერთ წელიწადში ჯანდაცვა 9%-ით გაძვირდა
2 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი ონიანი

ერთ წელიწადში ჯანდაცვა 9%-ით გაძვირდა

ერთ წელიწადში ქვეყანაში ჯანდაცვა 8,9%-ით გაძვირდა. ოქტომბრის მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები 9.3 პროცენტით გაიზარდა,  საავადმყოფოების მომსახურება 9.2 პროცენტით გაძვირდა, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.0 პროცენტი) ქვეჯგუფზე კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1%-ითაა გაზრდილი. 

ამასთან, დეტალიზებულ მონაცემებში საავადმყოფოების მომსახურების ფასების 26%-იანი ზრდა ფიქსირდება. მათ თანახმად, ოქტომბერში საავადმყოფოს მომსახურება 26%-ით გაძვირდა. კონკრეტულად, აღნიშნულ  მომსახურებაში, რომლის ტარიფებსაც კლინიკები თავად აწვდიან საქსტატს, შედის საწოლდღის მომსახურება (მედპერსონალის ხელფასები, მედიკამენტები, სახარჯი მასალები, კვება). ქირურგიული მომსახურების ტარიფები კი არ შეცვლილა.

სწორედ საავადმყოფოს ფასების აღნიშნული მასშტაბით ზრდის გამო ამ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტომ დაიწყო. პირველადი ანგარიში წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

წყარო: jandacva.ge