საინვესტიციო ჰოლდინგ VanEck-ის პროგნოზით, 2026 წელს ბიტკოინს განსაკუთრებით დიდი ზრდა ექნება და შეიძლება მას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგიც კი ჰქონდეს გლობალურ აქტივებს შორის.
VanEck-ის განმარტებით, ერთწლიან პერიოდში ბიტკოინს 8%-იანი ვარდნა აქვს, რაც ნებისმიერ საინვესტიციო აქტივზე უარესი შედეგია, განსაკუთრებით თუ მას ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ან ოქროსა და ვერცხლს შევადარებთ. ასეთი ცუდი შედეგის გამო, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ინვესტორები მომავალ წელს უპირატესობას სწორედ ბიტკოინს მიანიჭებენ, რადგან ის ახლა დაუფასებელია და შედარებით იაფადაა ხელმისაწვდომი, განსხვავებით ყველა სხვა აქტივისგან.
ამასთან, ბიტკოინმა უკვე შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ლეგიტიმურმა საინვესტიციო ინსტრუმენტმა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მის მიმართ ინტერესი 2026 წელს განსაკუთრებით მაღალი იქნება.
წყარო: bm.ge
