სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა » Primenews სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა
4 კვირის წინ
გიორგი ონიანი

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის ლანჩხუთი-ლესას 8 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი. სამტრედია-გრიგოლეთის 52 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს.

მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.