საქართველოში Ferrari-ს ოფიციალური შოურუმი იხსნება საქართველოში Ferrari-ს ოფიციალური შოურუმი იხსნება » Primenews საქართველოში Ferrari-ს ოფიციალური შოურუმი იხსნება
საქართველოში Ferrari-ს ოფიციალური შოურუმი იხსნება
3 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი ონიანი

საქართველოში Ferrari-ს ოფიციალური შოურუმი იხსნება

საქართველოში ლეგენდარული ფერარი შემოვიდა და დღეიდან ჩვენი ქვეყანაც ოფიციალურად მოინიშნება ფერარის გლობალურ რუკაზე. იტალიური ბრენდის შოურუმი ბელიაშვილის 68 ნომერში დღეს გაიხსნება,  რომელიც ფერარის გლობალურ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. 

რაც აღსანიშნია, თბილისის შოურუმი ფერარის მსოფლიო სალონებისგან განსხვავებით განახლებული დიზაინით შეიქმნა. ქვეყანაში იტალიური ლეგენდის შემოყვანა ნაზარ ჯგუფთან პარტნიორობით მოხდა, რომელიც თავის მხრივ ოფიციალური დილერია აზერბაიჯანში. 

ვიდრე ლენტი გაიჭრება, იქამდე BMG-ის გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა ფერარის მოდელები ადგილზე დაეთვალიერებინა და საქმიან მაყურებლებს ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მოგიყვებით ენცო ფერარის 1940-იანი წლებიდან ვიდრე დღემდე, იტალიელი ლეგენდის საქართველოს ავტო ბაზარზე შემოსვლის და დამკვიდრების ისტორიას.