ამერიკულმა საავტომობილო გიგანტმა Ford-მა ელექტრიფიკაციის სტრატეგია გააუქმა და ელექტრო F-150 Lightning-ის წარმოება განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა.
Ford-ის განცხადებით, ელექტრომობილებზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ ვერ გაამართლა და მისი გაუქმებით კომპანია $19.5-მილიარდიან ზარალს მიიღებს, თუმცა მისი დიდი ნაწილი შიდა წვის ძრავის მქონე მანქანების გაყიდვებით იქნება კომპენსირებული.
F-150 Lightning-ი კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი პიკაპის ელექტრონული ვერსიაა, რომელზედაც მოთხოვნა იმდენად დაბალია, რომ მისი წარმოება კომპანიისათვის ფინანსურად გაუმართლებელია.
EV-სტრატეგიის დასრულება, გარკვეულწილად, $7,500-დოლარიანი სახელმწიფო სუბსიდიის შეწყვეტით და იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ მომხმარებლებს ელექტრომობილების შეძენა იმ რაოდენობით არ სურთ, რა რაოდენობითაც ეს ანალიტიკოსებს ადრე წარმოედგინათ.
