კრიპტოპროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა კრიპტოპროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა » Primenews კრიპტოპროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
კრიპტოპროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
1 თვის წინ
გიორგი ონიანი

კრიპტოპროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორ და პროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელ დო კვონს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ფედერალური მოსამართლის განცხადებით, ეს იყო ისტორიული მასშტაბის თაღლითური სქემა და კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ცოტა დამნაშავეს თუ მიუყენებია საზოგადოებისათვის იმხელა ზიანი, რამხელაც დო კვონმა მოახერხა.

წარმოშობით სამხრეთ კორეელ თაღლითს ბრალად ედება ინვესტორებისთვის 50 მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალის მიყენება და 2022 წელს კრიპტოინდუსტრიის ჩამოშლა. Terra/Luna-ს კოლაფსი კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო, რომელმაც რამდენიმე მილიონ მომხმარებელს მიაყენა ზიანი, მათ შორის ათასობით ქართველს.

ასეთი მძიმე ბრალდების ფონზე, Terra/Luna-ს ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიისათვის 4.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რაც კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

მოსამართლე პოლ ენგელმეირის შეფასებით, დო კვონი უმოწყალო კრიმინალია, რომელსაც თავიდანვე გააზრებული ჰქონდა მის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის დამანგრეველი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არაფერი გაუკეთებია ნეგატიური მოვლენების თავიდან ასარიდებლად.

წყარო: bm.ge