ავეჯის იმპორტის გააქტიურების გამო, გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა – საწარმო "წუნდა" ავეჯის იმპორტის გააქტიურების გამო, გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა – საწარმო "წუნდა" » Primenews ავეჯის იმპორტის გააქტიურების გამო, გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა – საწარმო "წუნდა"
ავეჯის იმპორტის გააქტიურების გამო, გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა – საწარმო "წუნდა"
1 თვის წინ
გიორგი ონიანი

ავეჯის იმპორტის გააქტიურების გამო, გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა – საწარმო "წუნდა"

ავეჯის მწარმოებელი კომპანია „წუნდა“ წელს, გაყიდვების დაახლოებით 30%-იან კლებას განიცდის. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის წარმოების დირექტორმა ირაკლი ნათენაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემცირების მთავარი მიზეზი ბაზარზე ჩინური და თურქული იმპორტირებული პროდუქციის გააქტიურებაა, რაც ადგილობრივ მწარმოებელს კონკურენციას მნიშვნელოვნად უწევს და მათ გაყიდვებზეც აისახება.

„არსებული გამოწვევის ფონზე, გარკვეულ პროდუქციაზე ფასები ზრდის მიმართულებით დავაკორექტირეთ“, – აღნიშნა ნათენაძემ.

გარდა ამისა, კომპანიამ გადადო წელს დაგეგმილი პროექტი – კახეთის გზატკეცილზე 600 კვ.მ ფართობის საგამოფენო სივრცის აშენება. როგორც ნათენაძე ამბობს, გაყიდვების ვარდნამ საჭირო რესურსი შეამცირა, რამაც პროექტი გადაავადა.

ცნობისთვის, ავეჯის საწარმო "წუნდა" და მომხმარებელს ავეჯის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

წყარო: bm.ge