სისხლის ექსპორტი 132.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით? სისხლის ექსპორტი 132.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით? » Primenews სისხლის ექსპორტი 132.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?
სისხლის ექსპორტი 132.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?
გიორგი ონიანი

სისხლის ექსპორტი 132.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

2025 წლის 10 თვეში საქართველომ ექსპორტზე 13 მლნ აშშ დოლარის 68.4 ტონა სისხლი [ადამიანის სისხლი; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, ვაქცინები] გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 132.5%-ით მეტია.

მთავარი საექსპორტო ბაზარი, სადაც 12.2 მლნ აშშ დოლარის 66.2 ტონა გაიყიდა, უზბეკეთია. რაც შეეხება სხვა საექსპორტო ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:

  • ყაზახეთი - 564.4 ათასი აშშ დოლარის 1.7 ტონა;
  • ირანი - 222.2 ათასი აშშ დოლარის 0.4 ტონა;
  • ტაჯიკეთი - 22.5 ათასი აშშ დოლარის 0.1 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველომ 5.9 მლნ აშშ დოლარის სისხლი და ვაქცინები იყიდა [ცალკე სისხლს საქსტატი არ ითვლის], რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5% ზრდაა, რაოდენობაში კი 43.4%, 26.1 ტონამდე.

გთავაზობთ TOP-5 იმპორტიორის ჩამონათვალს

  • უკრაინა - 2.1 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 722.4 ათასი აშშ დოლარი;
  • ლიეტუვა - 531.2 ათასი აშშ დოლარი;
  • ბულგარეთი - 412.4 ათასი აშშ დოლარი;
  • საფრანგეთი - 395.5 ათასი აშშ დოლარი.

წყარო: bm.ge