ქართული ინდი-როკ ჯგუფი Bedford Falls მსმენელს ახალი მუსიკით უბრუნდება. ბენდმა გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა და სულ ახლახან სიმღერა, სახელად, Ambrosia, გამოუშვა.
Ambrosia ბენდის ახალი ალბომის — LazyBone-ის ნაწილია. მასში შემავალი სიმღერები ნაწილ-ნაწილ გამოვა და ალბომს სრულად 2026 წელს მოვისმენთ.
სინგლის მოსმენა შესაძლებელია როგორც იუთუბზე, ასევე შემდეგ მუსიკალურ პლატფორმებზე: Spotify, Apple Music და Deezer.
