მსახიობი ბრიჟიტ ბარდო გარდაიცვალა მსახიობი ბრიჟიტ ბარდო გარდაიცვალა » Primenews მსახიობი ბრიჟიტ ბარდო გარდაიცვალა
მსახიობი ბრიჟიტ ბარდო გარდაიცვალა
2 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი მენაბდე

მსახიობი ბრიჟიტ ბარდო გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი ბრიჟიტ ბარდო 91 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ნოემბერში ვრცელდებოდა ცნობები ბარდოს ჰოსპიტალიზაციის შესახებ. მაშინ მსახიობს ოპერაცია ჩაუტარდა.

ბრიჟიტ ბარდო პარიზში დაიბადა. ახალგაზრდობაში ბალეტით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი ფოტომოდელი და მსახიობი გახდა. საყოველთაო აღიარება მას მოუტანა როლმა ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ (1956), რომლის რეჟისორიც მისი პირველი ქმარი, როჟე ვადიმი იყო. შემდგომში ბარდომ თითქმის 50 სურათში მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყო: „ჭეშმარიტება“ (1960), „ზიზღი“ (1963), „ვივა, მარია!“ (1965), „ძვირფასო ბრიჟიტ“ (1965), „მამრობითი - მდედრობითი“ (1966). როგორც მსახიობი, ბარდო მუშაობდა ალენ დელონთან და მარჩელო მასტროიანისთან; გადაღებული იყო ჟან-ლუკ გოდარსა და სხვა ცნობილ ფრანგ რეჟისორების ფილმებში.

ბარდო მუსიკითაც იყო დაკავებული და რამდენიმე ფირფიტა ჩაწერა. კერძოდ, ის მღეროდა სერჟ გენსბურთან ერთად, რომელთანაც ხანმოკლე რომანი ჰქონდა და რომელმაც სპეციალურად მისთვის რამდენიმე სიმღერა დაწერა. 1973 წელს კინოკარიერის დასრულების შემდეგ ბარდო ცხოველთა დამცველი გახდა.

წყარო: imedinews.ge