ამერიკელი მსახიობი, კევინ სპეისი ბრიტანულ გამოცემა Telegraph-თან მიცემულ ბოლო ინტერვიუში მისი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლონდონის სასამართლოში გახმაურებული საქმის შემდეგ, მან ქონების დიდი ნაწილი დაკარგა, ხოლო ცხოვრების ამ ეტაპზე მან კვიპროსის ღამის კლუბში ჯაზის სიმღერა დაიწყო.
ცნობისთვის, 2023 წელს კევინ სპეისი ლონდონის სასამართლომ ოთხი კაცის მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ საქმეზე გაამართლა.
კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები 2004-2013 წლების პერიოდს მოიცავდა, როდესაც მსახიობი ლონდონის თეატრის Old Vic-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. სპეისი ლონდონის სასამართლომ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
თავდაპირველად, კევინ სპეისი 2017 წელს სექსუალურ შევიწროებაში მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა. 2022 წლის ოქტომბერში რეპის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ამ პერიოდის განმავლობაში კევინ სპეისი ყველა ბრალდებას უარყოფდა.
[...] იმის ახსნას ვცდილობ, რომ სახლი არ მაქვს - სასტუმროებში, ნაქირავებ ბინებში და იქ ვცხოვრობ, სადაც სამუშაოა".
ყველაფერი საწყობში მაქვს და ვიმედოვნებ, რომ რაღაც ეტაპზე, თუ ყველაფერი კარგად წავა და გაგრძელდება, მექნება შესაძლებლობა გადავწყვიტო სად დავსახლდები". - თქვა სპეისიმ გამოცემასთან ინტერვიუში.
წყარო: tabula.ge
