მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს » Primenews მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს
მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს
4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი მენაბდე

მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს

ყველასთვის საყვარელი მსახიობი, მეთიუ პერი, 2023 წლის 28 ოქტომბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა. უკვე 2 წელია, რაც მისი საქმის გამოძიება და განხილვა მიმდინარეობს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის, კონკრეტულად კი კეტამინის ზედმეტი დოზის მიღება გახდა.

კეტამინი ქირურგიული ანესთეტიკია, რომელიც დეპრესიის, შფოთვისა და ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება.

პერის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებასა და დეპრესიას, ექიმმა სწორედ კეტამინი გამოუწერა მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუმცა მსახიობს მალევე მოუნდა ნარკოტიკის იმაზე მეტი დოზის მიღება, ვიდრე ექიმმა ურჩია.

შედეგად, მეთიუ ნარკოტიკული საშუალებებით მოვაჭრე ადამიანთა წრეში აღმოჩნდა, რომელთა შორის იყო 2 ექიმი, პერის ასისტენტი, ერიკ ფლემინგი და ნარკოტიკებით მოვაჭრე ჯასვინ სენგა, იგივე "კეტამინის დედოფალი". მსახიობს კეტამინით სწორედ ეს ადამიანები ამარაგებდნენ.

2 ექიმს შორის ერთ-ერთი მარკ ჩავეზია, რომელმაც პერის ასისტენტთან და ექიმ სალვადორ პლასენსიასთან ერთად სიკვდილის წინა კვირებში მსახიობს 50 ათას დოლარზე მეტი ღირებულების კეტამინი მიაწოდა.

ჩავეზმა აღიარა, რომ კეტამინი ყალბი რეცეპტის საშუალებით მიიღო, შემდეგ კი ექიმ სალვადორ პლასენსიას მიჰყიდა, ვისგანაც საბოლოოდ ნარკოტიკი მეთიუ პერიმდე მივიდა.

გამოძიების დროს გავრცელდა მარკ ჩავეზისა და სალვადორ პლასენსიას საუბარიც, რომელშიც ჩანს, რომ მსახიობს დასცინიან და ფულისთვის იყენებენ: "ნეტავ, რამდენს გადაიხდის ეს სულელი?"

ექიმი მარკ ჩავეზი სასამართლომ მეთიუ პერის მკვლელობის თანამონაწილედ მიიჩნია, შედეგად მას 8-თვიანი შინაპატიმრობა მიესაჯა და 3 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.

ჩავეზი მეორე ადამიანია, რომელიც პერის საქმეში დამნაშავედ ცნეს. პირველი ექიმი სალვადორ პლასენსიაა, რომელსაც 30-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხოლო დანარჩენი 3 პირის სასამართლო პროცესები მომდევნო თვეების განმავლობაში გაიმართება.

წყარო: on.ge