ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია გრძელდება
ტურიზმის სექტორის- ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან.

"ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენ არავის უნდა ჩამოვრჩეთ, მე დღეს ავიცერი და ამით ვეხმარები ჩემს ქვეყანას. ტურისტული სეზონი იწყება და თუ გვინდა რომ რეგულაციები მოიხსნას, კომენდანტის საათი გაუქმდეს თითოეული ჩვენთაგანი უნდა იყო აცრილი", - განაცხადა "მაკდონალდს საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

Facebook კომენტარები