სოფელ შუქრუთში კომპენსაციების გაცემა გრძელდება
კომპენსაციების მიღების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან ხელშეკრულებების გაფორმება გრძელდება.

სოფელ "შუქრუთში" ჩატარებული საინჟინრო კვლევების მიხედვით, მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი.

პირველი კატეგორია 36 ოჯახს აერთიანებს  და საკომპენსაციო თანხის ოდენობა 2 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.

გაწერილია ზარალის ანაზღაურების ვადებიც, პირველი კატეგორიის ოჯახებისთვის კომპენსაციები წელიწადსა და სამ თვეში უნდა დარიგდეს.   

Facebook კომენტარები