საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში
"საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან სიმბოლური დღე არის დღეს და დიდი ემოციებით აღსავსე ვარ მე, რადგან დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, უკანასკნელი რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს მყოფი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე. დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook კომენტარები