საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი 19 მაისს, საღამოს, კორინთიაში, ქალაქ ლუტრაკის მახლობლად მდებარე დასახლებაში გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მშრალ და ქარიან ამინდში ზეთისხილის ბაღებში ტოტების დაწვა გახდა.
ხანძრის ჩაქრობაში 278 მეხანძრე, 89 სახანძრო მანქანა და რამდენიმე ვერტმფრენი მონაწილეობს.
Facebook კომენტარები