ნაბეღლავში კომპანია "წყალი მარგებელის" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია "წყალი მარგებელის" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. გუშინდელ გაფიცულებს დღეს დანარჩენი თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 24, ხანაც 36 საათის მანძილზე უწყვეტად გრძელდება. ზეგანაკვეთური შრომის, დღის და ღამის საათების შესაბამისი ანაზღაურება კი კომპანიაში არ არსებობს.

"იმ სამუშაოსთან შედარებით, რომელსაც ვწევთ, ჩვენი ანაზღაურება მიზერულია. საათში 3 ლარს გვიხდიდნენ, ერთი თვის წინ 50 თეთრი მოგვიმატეს. გვინდა, 5 ლარამდე მაინც გაიზარდოს საათობრივი ხელფასი. ხან 36 საათის მანძილზე გადაბმულად ვმუშაობთ, ხან ტომრებზე, ხანაც მუყაოს ქაღალდებზე გვძინავს. სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც გვჭირდება. ყველას ბანკის ვალები გვაქვს, ანაზღაურება კი ძალიან ცოტაა. თვეობით რომ მოგვიწიოს აქ დგომა, ვიდგებით"- აცხადებენ თანამშრომლები.

Facebook კომენტარები