ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს
ზავის დადებიდან მეორე დღეს ღაზის სექტორში სიმშვიდეა, თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ საღამოს ალ აქსას მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა.

დღეს უკვე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს. სხვადასხვა სააგენტოს სატვირთო მანქანებმა ღაზაში საჭირო მედიკამენტების, საკვებისა და საწვავის შეტანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა კერემ შალომის გადასასვლელი გახსნა.

11 დღიან შეიარაღებულ კონფლიქტს ახალო აღმოსავლეთში 250 ადამიანი შეეწირა. ორი ათასზე მეტს კი დაზიანება აქვს მიყენებული.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ღაზის ტერიტორიაზე საკუთარი სახლები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

Facebook კომენტარები