ევროკავშირისთვის პრიორიტეტია რეგიონული განვითარება, ეს საჭიროა ქვეყნის მშენებლობისთვის
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი უკვე მესამე დღეა აჭარაში იმყოფება- ელჩმა გუშინ ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

"ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა აქ ყოფნა, თბილისიდან გასვლა, ქედაში ჩამოსვლა და არაჩვეულებრივ ხალხთან შეხვედრა. ევროკავშირისთვის პრიორიტეტია რეგიონული განვითარება, ეს საჭიროა ქვეყნის მშენებლობისთვის მისი სრული პოტენციალით. ჩვენ არამხოლოდ ეკონომიკურად ვეხმარებით რეგიონებს, არამედ გვსურს დავეხმაროთ მთავრობას დეცენტრალიზაციის გეგმის კუთხით, რათა უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდეთ რეგიონებს და თავიანთ განვითარებაზე მეტი წილი პასუხისლმებლობის აღება შეძლონ,"-აღნიშნა ჰარცელმა.

Facebook კომენტარები