ეთნიკურ უმცირესობებს უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების 11 მუნიციპალიტეტში ჩაატარეს 30-მდე შეხვედრა, 16 სოფლის მაცხოვრებელ 500-მდე ბენეფიციარს მიაწოდეს ინფორმაცია უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების შესახებ.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის „ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა“ შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

"იმ რეგიონებში და განსაკუთრებით მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი ქართული ენის ცოდნის დონე, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამების და მომსახურებების თაობაზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიის პროექტს იურიდიული დახმარების შესაძლებლობების თაობაზე ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა", - განაცხადა თეა ახვლედიანმა. 

Facebook კომენტარები