ჩინეთში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგებმა 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. დამანგრეველი სტიქიის ეპიცენტრი 12 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი.  მაშველებმა ნანგრევებიდან 9 დაშავებული ამოიყვანეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობითვე, მიწისძვრის შედეგად დაინგრა გზა და ჩამოიშალა მიწა, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა ზოგიერთ ადგილას შეჩერებულია.

Facebook კომენტარები